понедельник, 16 сентября 2019 г.

                        
  


                       სსიპ  მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის   საჯარო სკოლა

დამატებითი საგანმანამანატლებლო სააღმზრდელო წრე ქართულ ენაში
  დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეთათვის.

წრის
,,ჩვენი დედა ენა "
 ხელმძღვანელი

 მარინე ავგროზაშვილი 




                                       ქართული ენის წრის სამუშაო გეგმა


სკოლის სახელწოდება
       სსიპ  მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის   საჯარო სკოლა

დამატებითი საგანმანამანატლებლო სააღმზრდელო წრე ქართულ ენაში
საგანი
ქართული ენა
წრის ხელმძღვანელი
 მარინე ავგროზაშვილი 

სამიზნე ჯგუფი
1კლასი
კურსის ხანგრძლივობა
2019—2020 ს.წ.  
გაკვეთილების ხანგრძლივობა
45-წთ.
გაკვეთილების სავარაუდო ვადები
1 სემესტრი
პრაქტიკაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა
8
მ ი ზ ა ნი
წრის მუშაობის მიზანია ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა წაიკითხონ ლიტერატურული ტექსტები ,გააანალიზონ თუ როგორ უნდა გამოიყენონ შესწავლილი თემები პრაქტიკაში და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ლიტერატურული ტექსტის შესწავლით მოსწავლეებს შევაყვარებ  და წიგნის კითხვის  ინტერესს გავუღვივებ, ასევე წაიკითხავენ და ისაუბრებენ ისტორიულ ნაწარმოებებზე, ლეგენდებზე, მითებზე, შევეცდები კომპიუტერით ვაჩვენო ისტორიული ფილმი ,,მამლუქი“ ასეთი მუშაობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევის განვითარებაში. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებთან, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობით უნარების განვითარებას, ასევე იმუშავებენ სააზროვნო უნარების ტესტურ სავარჯიშოებზე, რომელიც განუვითარებს ტექსტის კითხვის, აღქმის, გააზრების უნარს. იმუშავებენ კროსვორდების შევსებაზე და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას, წერას, გაგება-გააზრებას, გადმოცემას ,დაინტერესდებიან კროსვორდის, ანდაზების, გამოცანების და სხვა სახალისო დავალებების შესრულებით. შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დააკავშირებენ სხვადასხვა სახის თემებს ერთმანეთთან. შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრულებას, შეეცდებიან შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენებას.
მეთოდოლოგია
თამაშით სწავლება, კითხვა- პასუხი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
კურსის მოკლე დახასიათება
კურსის ფორმებში მოსწავლეები, უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას, მოსმენას, გაგება-გააზრებას და მათი შინაარსის გადმოცემას. ისინი შეძლებენ თამაშ-თამაშით კროსვორდების გამოცნობას, დაშლილი ტექსტის გამთლიანებას.
აქტივობების საათობრივი გაწერა
19.09.19

I-გაკვეთილი.

ტესტირება.
26.09.19
II -გაკვეთილი

ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება. “სულხან -საბა ორბელიანის სიბრძნე-სიცრუისა“.

3.10.19
III გაკვეთილი

კროსვორდების შედგენა (ჯგუფებში შეჯიბრის სახით).

10.10.19
IV-_გაკვეთილი

ტესტირება

24.10.19
V-გაკვეთილი

ჯგუფური მუშაობა დაშლილი ტექსტის აწყობა-გამთლიანება. პრეზენტაციის გაკეთება ჯგუფის წევრებისგან.

31.10.19
VI_ გაკვეთილი

ჯგუფური მუშაობა (შეჯიბრის სახით)ვინ მეტი გამოცანა ან ანდაზა იცის. უცნობი ტექსტის წაკითხვა წასაკითხად ეძლევათ 3-წთ.


7.11.19


VII-გაკვეთილი

ინდივიდუალური მუშაობა წერითი დავალება, თითოეულ მოსწავლეს ეძლევა საშუალება ამ დავალებებიდან აირჩიონ ერთ-ერთი თემის სათაური და დაწერონ პატარა მოთხრობა: 1. მე და ჩემი ამხანაგები. 2. ჩემი საკლასო ოთახი. 3. ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემს კლასელებთან ერთად.

14.11.19
VIII - გაკვეთილი

ტესტირება

21.11.19
IX- გაკვეთილი

 ხალხური ზღაპრების წაკითხვა დაკვირვება.

28.11.19
X - გაკვეთილი

დახატონ წაკითხული ზღაპრებიდან თავისი საყვარელი პერსონაჟი და დაახასიათონ. ინდივიდუალურად.

5.12.19
XI - გაკვეთილი

ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება

12.12.19
XII - გაკვეთილი


ქართული ანბანი პატარებისთვის, ვისწავლოთ ანბანი, სასწავლო ვიდეო ბავშვებისთვის


19.12.19
XIII -გაკვეთილი

ბუნებრივი და ხელოვნური მოვლენები.

26.12.19
XIV - გაკვეთილი
ჩამოაყალიბონ წელიწადის რომელი დროა ახლა და რა მოვლენები ახასიათებთ
რესურსი
თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, სავარჯიშო ტესტები, ფერადი ფანქრები, თაბახი.
ლიტერატურა
·         ისტორიული ლეგენდები
·         ტესტური სავარჯიშოები
·         საბავშვო საკითხავი ლიტერატურა
·         სააზროვნო და სახალისო ტექსტები
·         ანდაზები, აფორიზმები, კროსვორდები, გამოცანები.
შეხვედრის განრიგი
ხეთშაბათი , 1 სართული


  მშობლის განცხადება


სსიპ  მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის  
 საჯარო სკოლის მასწავლებელი
 მარინე ავგროზაშვილის 



                                                  ამავე სკოლის მოსწავლის     



                                                    ----------------------------------------------------------
                                                 მშობლის   ---------------------------------------------
                განცხადება

 სურვილი მაქვს  ჩემი შვილი     ----------------------------------- ქართული ენის სწავლის    გაუმჯობესების  მიზნით  ჩაერთოს  ამ საგნის შემსწავლელთა   უფასო წრეში.

ხელმოწერა

თარიღი