понедельник, 16 сентября 2019 г.



   
სსიპ თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტი სოფელ კოდის  საჯარო სკოლა   
დამატებითი საგანმანათლებლო სააღმზრდელო წრე მათემატიკაში
  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.
წრის დასახელება:   ,, ვსწავლობთ მათემატიკას
წრის ხელმძღვანელი: - სსიპ  მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის   საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე ავგროზაშვილი 




წრის მიზანი:  სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება , საგნისადმი ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება. საწრეო მუშაობა მათემატიკაში მიზნად ისახავს  მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის  რთულად  შესათვისებელ საკითხებზე.  ეს მეცადინეობები მათ დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, დ საკუთარი შესაძლებლობების     სწორად შეფასებასა და მათემატიკური  უნარ- ჩვევბის ამაღლებაში . ასეთი მუშაობები ზრდისმოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის  ზრდას  და აძლიერებს სწავლის სურვილს.
აქტუალობა:  როგორც აღმოჩნდა  მოსწავლეებში რთულად შესასწავლი საკითხი იყო გამრავლება - გაყოფის სწორად გააზრება და შესწავლა. ამიტომაც გადავწყვიტე  ამ მხრივ დახმარება გამეწია მათთვის.
მნიშვნელობა:  დაგეგმილი  მეცადინეობები  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების  უნარის განვითარებას  ცალკეული საკითხების დასამუშავებლად , რაც თავისთავად აისახება  მათ პიროვნულ  განვითარებაზე.
ბავშვებს შეუყვარდეთ მათემატიკა და არ დაკარგონ სწავლის  მოტივაცია.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 45 წთ.
შეხვედრა გაიმართება კვირაში ერთხელ პარასკევი , 1 სართული    

   საწრეო მუშაობის პროგრამა  მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1.      საორგანიზაციო საკითხების  მოგვარება.                                                                                                                                                                       
ა)ჯგუფური ლიდერის არჩევა                                             


ბ) სამუშაო გეგმის გარჩევა


გ)სამუშაო დღეების დადგენა
2.      რიცხვებზე მოქმედებები
3.      გეომეტრიული ფიგურები
4.      ტექსტური ამოცანები
რესურსები:  წიგნები, რვეულები,  სამუშაო ბარათები, დაფა, კალამი, მარკერი,  ჩხირები,მაგნიტური  დაფა , ცარცი, მოძრავი ციფრები, მასწავლებლის მიერ დამზადებული ბარათები, წიგნები და კუბები,გეომეტრიული ფიგურები, ინტერნეტი.გამოყენებული რესურსები  ემსახურებიან  წრის მუშაობას მიზნის მიღწევაში.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა:  2019-2020 ს.წ.1 სემესტრი
წრის ლოგო:,,მათემატიკა ყველა ნაბიჯში“

   მათემატიკის წრის გეგმა

1
რიცხვი
თემა
აქტივობა
რესურსი
შენიშვნა
20.09.2019
რიცხვების შეკრება და გამოკლება
გამოტოვებული რისხვების ამოცნო
ბა.ჯგუფური მუშაობა
დაბეჭდილი სამუშაო ფურცლები.კალმები
2
27.09.19
წინა და მომდევნო რიცხვები
რისხვების ჩაწერა რომელია წინა, რომელია მომდევნო. კითხვების დასმა.
სამუშაო ფურცლები.
კალამი, დაფა, ცარცი
3
4.10.19
მიმდევრობების შედარება
დამოუკიდებლად მაგალითების შედგენა. ჯგუფური სამუშაო „ვინ მეტ მაგალითს შეადგენს 5 წუთში“
თაბახის ფურცლები კალმები
4
11.10.19
ამოვხსნათ ამოცანები
ამოცანის წაკითხვა, მთავარი აზრის გამოტანა, პირობისა და შეკითხვის გაანალიზება.ამოცანების ამოხსნა
დაბეჭდილი, გამზადებული ამოცანები, კალმები
5
18.10.19
გეომეტრიული ფიგურები
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,დახაზვა. დახასიათება.
სახაზავი, თაბახის ფურცელიფანქარი
6
25.10.19
გეომეტრიული ფიგურები
გეომეტრიულ ფუგურებზე მუშაობა. ჯგუფური სამუშაო „მსგავსი გეომეტრიული ფიგურის მოდელის შექმნა“ პრეზენტაცია
სახაზავი, თაბახის ფურცელი, ჩხირები, პლასტილინი.
7
1.11.19
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებზე მაგალითების შედგენა.საგანმანათლებლო თამაში „გაიარე თაღქვეშ“.
ფურცლები, კალმები, დამზადებული ბარათები
8
8.11.19
რიცხვების გაორმაგება და განახევრება
პრაქტიკული სამუშაო რიცხვების გაორმაგებაზე
სათვლელი ჩხირები, ფურცლები, კალამი
9
15.11.19
მონაცემების კლასიფიკაცია
დავაჯგუფოთ ცხოველები
მაკრატელი, წებო, ფოტოსურათები, დახაზული ცხრილი
10
22.11.19
საკლები, მაკლები, სხვაობა.გამოკლების შემოწმება
,, ორნიშნა რიცხვის გამრავლება ერთნიშნა რიცხვზე“
იმსჯელე, დაასაბუთე .მაგალითების ამოხსნა
თაბახის ფურცლები. კალამი
ორნიშნა რიცხვის გამრავლება ერთნიშნა რიცხვზე
11
29.11.19
გეომეტრიული ფიგირების კუთხე.სივრცითი გეომეტრიული ფიგურები
კუთხეების სახელწოდებების განსაზღვრა. პრაქტიკული სამუშაოს შესრულება
ჩხირები ,პლასტილინი, სამუშაო ფურცლები, კალმები
12
6.12.19
ორნიშნა რიცხვების შეკრება და გამოკლება
საუბარი ორნიშნა რიცხვების შეკრებასა და გამოკლებაზე. ტესტების შესრულება
ტესტები
13
13.12.19
პიქტოგრამა და სვეტოვანი დიაგრამა
ამოცანების მიხედვით პიქტოგრამისა და სვეტოვანი დიაგრამის შედგენა
თაბახის ფურცლები,ფლომასტერები. კალმები
14
20.12.19
შეკრების თვისებები, რიცხვითი კიბე
შეკრების თვისებების ილუსტრირება, მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნა.
კალამი, ფურცლები, დაფა, ცარცი
15
27.12.19
შემაჯამებელი გაკვეთილი
მოსწავლეები იყენებენ აღნიშნული დროის განმავლობაში შეძენილ ცოდნას. რიცხვების ჩაწერას, წაკითხვას, გაორმაგებას, მათ კავშირს პრაქტიკულ ამოცანებთან. ტესტებზე მუშაობა
შემაჯამებელი ტესტები
            მშობლის განცხადება


სსიპ  მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის  
 საჯარო სკოლის მასწავლებელი
 მარინე ავგროზაშვილის 



                                                  ამავე სკოლის მოსწავლის     
                                                    ----------------------------------------------------------
                                                 მშობლის   ---------------------------------------------
                განცხადება

 სურვილი მაქვს  ჩემი შვილი     ----------------------------------- მათემატიკის   სწავლის    გაუმჯობესების  მიზნით  ჩაერთოს  ამ საგნის შემსწავლელთა   უფასო წრეში.

ხელმოწერა

თარიღი







Комментариев нет:

Отправить комментарий